თავდასხმა ლას ვეგასში

ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 58 ადამიანი დაიღუპა

abc7.com

ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 58 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

თავდამსხმელმა, ნავადაში მცხოვრებმა 64 წლის სტეფან პადოკმა ცეცხლი Mandalay Bay-ს სასტუმროს შენობის 32-ე სართულზე გახსნა - მან იმ ადმიანების მიმართულებით ისროლა, რომლებიც მიმდებარე ტერტორიაზე მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ.

თავდასხმა ადგილობრივი დროით 22:08 წუთზე მოხდა. ქანთრი მუსიკის ფესტივალზე 22 ათასი ადამიანი იყო.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ საპასუხო შტურმი განახორციელა, პადოკმა თავი მოიკლა. ოთახში, სადაც ის ცხოვრობდა, სამართალდამცველებმა 10 ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს.

გამომძიებლების ინფორმაციით, მათ ვერ აღმოაჩინეს კვალი, რომელიც პადოკის და ისლამური სახელმწიფოს კავშირს დაადასტურებდა, მიუხედავად იმისა, რომ ტერირისტული ორგანიზაცია თავდასხმას თავის თავზე იღებს.

კომენტარები