საბავშვო ბაღები

ბათუმში, საბავშვო ბაღში გაზის ბალონი აალდა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ბათუმის მე-14 საჯარო ბაღში თხევადი გაზის ბალონი აალდა. შემთხვევის შედგად არავინ დაშვებულა. აალება იმ დროს მოხდა, როცა ბავშვები საუზმობდნენ. ბაღში სასწავლო პროცესი უკვე აღდგენილია.

"ერთი საათის წინ ხდებოდა გაზის დატუმბვა ბალონებში და უცებ აალდა გაზის ბალონი. შეგვეშინდა, გავაკეთეთ ევაკუაცია, ბავშვები გავიყვანეთ გარეთ და არავინ დაშავებულა. ეს ყველაფერი მოხდა ეზოში, შიგნით, საბავშვო ბაღში არაფერი მომხდარა", - აცხადებს ბაღის დირექტორი, მაია ხუხუნეიშვილი.

დაწესებულებას გაზით შპს "აჭარ ინვესტი" ამარაგებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ბალონი ტექნიკურად გამართული იყო.

"ბალონს არავიტარი პრობლემა არ აქვს, არ გასდის. როცა გაზი  გაუშვეს და უნდა ჩაერთოთ, შლანგი მოსძვრა და გაჩნდა ცეცხლი, დაგროვილი გაზი იყო", - ამბობს შპს "აჭარ ინვესტის" თანამშრომელი ვაჟა ბერიძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები