არჩევნები 2017

წულუკიანი მასწავლებლებსა და ბაგა-ბაღებზე: გამოვლინდა კანონდარღვევის შემთხვევებიც

ტაბულა

იუსტიციის მინისტრის და უწყებათაშორისი კომისიის თამჯდომარის თეა წულუკიანის თქმით, მასწავლებლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლების პოლიტიკური აქტივობა ზოგ შემთხვევაში კანონიერია, ზოგ შემთხვევაში კი კანონდარღვევით ხდება.

„კომისიის ფარგლებში მრავალჯერ განვიხილეთ მასწავლებლების თუ ბაგა-ბაღის თანამშრომლების პოლიტიკური აქტივობის საკითხი. ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ ისინი ამ აქტივობას ახორციელებდნენ კვირის და დღის იმ მონაკვეთში, როცა მათ კანონით აქვთ ამის უფლება, თუმცა გამოვლინდა შემთხვევებიც, როდესაც იყო კანონდარღვევები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შესაბამის უწყებებს, პირველ რიგში განათლების სამინისტროს გენინსპექციას და აუდიტის სამსახურს, რომელთაც მყისიერი რეაგირება მოახდინეს“ - ამბობს წულუკიანი.

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საჯარო ბაღების დირექტორები ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ. იურისტების შეფასებით, ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილი შემთხვევები არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსის დარღვევაა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება.

 

კომენტარები