თბილისის მერია

TI: 2014-2017 წლებში, "ოცნების" შემომწირველების 10-მა კომპანიამ მერიის 61 ტენდერში გაიმარჯვა

0 კომენტარი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის თანახმად, 2014-2017 წლებში, ქართული ოცნების 10 შემომწირველის 10 კომპანია თბილისის მერიის 61 ტენდერის გამარჯვებული გახდა. სატენდერო ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 41,8 მლნ ლარს მიაღწია, ხოლო გამარჯვებული კომპანიების დირექტორების ან მესაკუთრეების მიერ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ 12 შემოწირულობის ჯამი - 340 600 ლარი იყო. TI-მ თბილისის მერიის სისტემაში 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკა შეისწავლა. 

"იგულისხმება ისეთი კომპანიები, რომლებმაც თბილისის მერიის სისტემაში გამოცხადებული ტენდერებით საკვლევ პერიოდში 100 000 ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმეს და მათი ხელმძღვანელები (დირექტორები ან მესაკუთრეები) “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან. ამ 61 ტენდერიდან 16-ს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა" - აცხადებს TI.

  • ჯეუ გრუპი, ტენდერების საერთო ღირებულება - 19 216 755 ლარი, მოგებული ტენდერების რაოდენობა - 13, ქართული ოცნების შემომწირველი გიორგი მარკოიშვილი, შეწირულობის თანხა - 25 000 ლარი;
  • ნილი, ტენდერების საერთო ღირებულება 15,435,024 ლარი, მოგებული ტენდერების რაოდენობა - 13, ქართული ოცნების შემომწირველი თეიმურაზ გიორგაძე, შეწირულობის თანხა 30 000 ლარი;
  • გრანიტი, ტენდერების საერთო ღირებულება 3,882,852 ლარი, მოგებული ტენდერების რაოდენობა - 8, ქართული ოცნების შემომწირველი ზურაბ ურკაძე, შეწირულობის თანხა - 20 000;
  • მადლი, ტენდერების საერთო ღირებულება 1,269,018, მოგებული ტენდერების რაოდენობა - 11, ქართული ოცნების შემომწირველი როინი ლუტიძე, 30 000
  • შპს ერ ტე დე, ტენდერების საერთო ღირებულება 750,576, მოგებული ტენდერების რაოდენობა - 3, ქართული ოცნების შემომწირველი ლუხუმ ქართლოსიშვილი - 25 000.
  • იბოლია, ტენდერების საერთო ღირებულება 505,178, მოგებული ტენდერების რაოდენობა - 1, ქართული ოცნების შემომწირველი იოსებ მაკრახიძე - 50 000, 
  • შპს ალკანი და პარტნიორები, ტენდერების საერთო ღირებულება361,144 ლარი, მოგებული ტენდერების რაოდენობა - 4, ქართული ოცნების შემომწირველი კახაბერ გამისონია, 15 000.
  • სს სადაზღვევო კომპანია უნისონი, ტენდერების საერთო ღირებულება 137,107 ლარი, მოგებული ტენდერების რაოდენობა - 3, ქართული ოცნების შემომწირველი ვასილ ახრახაძე - 60 000, 
  • სს დაზღვევის კომპანია ქართუ, ტენდერების საერთო ღირებულება 114,701 ლარი, მოგებული ტენდერების რაოდენობა - 3, ქართული ოცნების შემომწირველი არჩილ მამაცაშვილი - 25 600 ლარი.
  • შპს “ჯი-თიმოტორს, ტენდერების საერთო ღირებულება 109,582 ლარი, მოგებული ტენდერების რაოდენობა - 2, ქართული ოცნების შემომწირველი თემურ უსტიაშვილი 60 000 ლარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები