ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა: ატომური ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს

Spencer Platt / Getty Images

გაეროს გენერალური ასამბლეის განიარაღების კომისიის წინაშე გამოსვლისას ჩრდილოეთ კორეის ელჩის მოადგილემ განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციამ ისეთ წერტილს მიაღწია, როდესაც "ატომური ომი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს."

მან ხაზი გაუსვა ნახევარკუნძულზე აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ ყოველწლიურ მასშტაბურ წვრთნებს და თქვა, რომ 1970 წლის შემდეგ არც ერთი სხვა ქვეყანა აშშ-ის მხრიდან მსგავსი ატომური საფრთხის წინაშე არ მდგარა.

"აშშ-ის მთელი ტერიტორია ჩვენი რაკეტების წვდომის არეალშია და თუ აშშ გაბედავს და შემოიჭრება ჩვენს წმინდა ტერიტორიაზე ერთი დიუმითაც კი, ჩვენს მკაცრ სასჯელს დედამიწის ვერც ერთ ნაწილში ვერ გაექცევა."-თქვა მან.

ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მისი ქვეყანა გაეროს სანქციებთან თანხმობაში ჩრდილოეთ კორეასთან ეკონომიკურ, სამეცნიერო და სხვა კავშირებს შეამცირებს. ევროკავშირი ფხენიანს ატომური იარაღის და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გამო ახალ სანქციებს დაუწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა, რექს ტილერსონმა კვირას თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისის გადასაჭრელად დიპლომატიური ძალისხმევები "გაგრძელდება მანამ, სანამ პირველი ბომბი ჩამოვარდება."

კომენტარები