ქსენია სობჩაკი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას

YouTube

რუსი ტელე-რადიო ჟურნალისტი და მსახიობი ქსენია სობჩაკი, 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. მან გადაწყვეტილების შესახებ რუსულ გამოცემა ვედომოსტს, წერილით აცნობა. რედაქციამ წერილი სრულად გამოაქვეყნა.

სობჩაკის თქმით, ის აცნობიერებს იმ რისკებსა და სირთულეებს, რაც ასეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ახლავს თან, თუმცა ნებისმიერი პრობლების მოგვარებას მშვიდობიანი გზით, მრგვალ მაგიდასთან გეგმავს.

“მე შემიძლია ყველასთან მოლაპარაკება, იმიტომ რომ მე ჟურნალისტი ვარ და ეს ჩემი პროფესიის ნაწილია.“- წერს ქსენია სობჩაკი.

ამასთან, წერილში სობჩაკი გენდერულ საკითხებსაც ეხება და აღნიშნავს, რომ რუსეთში ქალის ხელფასი მამაკაცის ანაზღაურებაზე 30%-ით ნაკლებია.

“14-წლიანი მამაკაცური თამაშების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი იმსახურებს, რომ პირველად ისტორიაში ტრიბუნიდან ქალის ხმა გაიგონოს.“-ამბობს სობჩაკი.

ქსენია სობჩაკი რუსულ მედიასა და საზოგადოებაში ცნობილი ისეთი რეალითი შოუებით გახდა, როგორებიცაა "Dom-2", "უკანასკნელი გმირი" და "ქერა გოგო შოკოლადში."

კომენტარები