არჩევნები 2017

პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

ტაბულა

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება, ხოლო იმ საპატიმროებში, სადაც საარჩევნო უბანი არ იხსნება, ცესკო გადასატან ყუთს მიიტანს. ინფორმაციას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ბრალდებულები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები ხმას მისცემენ როგორც პროპორციულ, ისე, მაჟორიტარულ და მერის არჩევნებში. მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ის პირები მიიღებენ, რომელთა ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის ადგილი ერთი და იმავე ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს.

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდებიან. 

კომენტარები