არჩევნები 2017

შსს: საპოლიციო ძალები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან განლაგებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არჩევნების დღეს, საპოლიციო ძალები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მთელი საქართველოს მასშტაბით არიან განლაგებული.

"ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინტერპრეტაციებისგან" - აცხადებს შსს.

კომენტარები