აშშ

აშშ-ის 5 ყოფილი პრეზიდენტი ქარიშხლისგან დაზარალებული ტექსასისთვის

Chicago Tribune

ამერიკის შეერთებული შტატების 5 ექსპრეზიდენტი ტექსასის ქარიშხლებისგან დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად გაერთიანდა. 

ბარაკ ობამამ, ჯორჯ ბუში უმცროსმა, ბილ კლინტონმა, ჯორჯ ბუში უფრომა და ჯიმი კარტერმა მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო კონცერტში, რომელზეც, სულ მცირე, 31 მილიონი დოლარი შეგროვდა.

"როგორც ყოფილ პრეზიდენტებს, გვინდოდა დავხმარებოდით ჩვენს მეგობარი ამერიკელი მეგობრებს, რათა ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ადამიანები იტანჯებიან, მაგრამ ტექსასში წყალზე მეტი სიყვარული გვაქვს", - თქვა ბარაკ ობამამ. 

ხუთივე ექსპრეზიდენტმა სცენაზე ამერიკის ჰიმნი შეასრულა. 

კონცერტში სხვა ვარსკვლავებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ლედი გაგამ, რომელმაც თქვა, რომ ამერიკელობით ამაყობს. 


ფოტო: Twitter: xoxo, Gaga

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ღონისძიებას არ შეერთებია, თუმცა განაცხადა, რომ აფასებს მათ ამ საქციელს და ღრმა მადლიერებას გამოხატავს. 

ქარიშხალმა ჰარვიმ, რომელსაც მალევე ქარიშხალი ირმა მიჰყვა და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა, ქალაქი ფლორიდა მთლიანად დატბორა. სტიქიამ ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. 

 

კომენტარები