ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 1.1 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 3.4 თეთრით გამყარდა

27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 1.1 თეთრით გაუფასურდა, რის შდეგედაც დოლარის ღირებულებამ 2.5612 ლარს მიაღწია. 

დღესვე ლარი ევროსთან მიმართებით 3.45 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ევროს ღირებულება 2.9766 ლარი გახდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ სებ-ი კურსის მოკლევადიან მერყეობასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ აკეთებს.

"ზოგადად, თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესებულია, ექსპორტი კარგად იზრდება, ასევე იზრდება ფულადი გადმორიცხვები, თუმცა საგარეო შოკამდე არსებული დონისთვის კიდევ არ მიუღწევია ამას. ასევე იზრდება შემოსავლები ტურიზმიდან, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორები და ერთ-ერთი მათგანი არის მოლოდინები. მე ზოგადად მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ კურსთან დაკავშირებით ბევრი ფუნდამენტური ფაქტორი მოქმედებს, თუმცა მოკლევადიან რყევებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია,"- ამბობს გვენეტაძე.

დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2016 წლის 22 დეკემბერს იყო, როდესაც ერთი დოლარი 2.78 ლარი ღირდა.

 

კომენტარები