ფეხბურთი

ანდრეა პირლო ფეხბურთიდან წავიდა

foxsports

იტალიელმა ფეხბურთელმა, ანდრეა პირლომ კარიერა დაასრულა. მან ბოლო მატჩი კლუბ ნიუ იორკის საფეხბურთო კლუბში გუშინ ჩაატარა. 

38 წლის ნახევარმცველი აქ ბოლო 2 წლის განმავლობაში თამაშობდა. მანამდე ის იუვენტუსის, მილანის და ინტერის და ბრეშას ღირსებას იცავდა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას სიკეთისა და მხარდაჭერისთვის, რაც ამ შესანიშნავ ქალაქში მივიღე. მადლობა შესანიშნავ მხარდამჭერებს, მწვრთნელთა გუნდს და ყველას, ვინც აქ მუშაობს. მადლობა თანაგუნდელებს. დღეს არა მხოლოდ NYFC-დან მივდივარ, არამედ ფეხბურთიდანაც. ამიტომ მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს და შვილებს იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რასაც მათგან ყოველთვის ვგრძნობდი; ყველა გუნდს, სადაც პატივი მქონდა მეთამაშა, ყველა თანაგუნდელს, ყველა ადამიანს, ვინც ჩემი კარიერა ასეთი წარმოუდგენელი გახადა და ბოლოს, ფანებს მთელი მსოფლიოდან, ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იქნებით", - დაწერა ანდრეა პირლომ ფეისბუქზე. 

ყოფილმა კლუბმა იუვენტუსმა პირლოს ნამდვილი გენიოსი უწოდა, ნიუ იორკის საფეხ​ბურთო კლუბის მენეჯერმა, პატრიკ ვიეირამ კი თქვა, რომ იტალიელმა ფეხბურთი სამუდამოდ შეცვალა. 

22 წლიანი კარიერის განმავლობაში ანდრეა პირლომ 872 თამაში ჩაატარა, ექვსჯერ მოიგო სერია A, ორჯერ მილანთან, ოთხჯერ კი იუვენტუსთან ერთად. ასევე ორი კოპა იტალიას თასი, ორი ჩემპიონთა ლიგის თასი მილანის რიგებში და ერთიც - მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს. 

პირლოს კარიერის დასრულებას სხვა ფეხბურთელებიც გამოეხმაურნენ. 

იტალიის ნაკრების და იუვენტუსის ლეგენდარული კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი წერს: "ყველას, ვისაც ანდრეა პირლოსთან ერთად უთამაშია, ესმის სიტყვა ერთადერთის მნიშვნელობა. ის არის კლასის, თავმდაბლობის და ელეგანტურობის მაგალითი.

 

 

 

 

კომენტარები