ნარკოდანაშაული

შსს: ორი ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ნ.გ. სასაზღვრო გამტარ პუნქტ "სადახლოში“, ხოლო 1964 წელს დაბადებული ლ.უ. გარდაბნის რაიონში, ვაზიანის დასახლებაში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ორივე დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ დაკავებულების მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს სამინისტრო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები