მგელი მაყაშვილის ქუჩაზე

გარემოს დაცვის სამინისტრო: ვარკვევთ, თბილისში ნაპოვნი ცხოველი მგელია თუ მგელ-ძაღლი

screenshot from IPN

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები არკვევენ, ნამდვილად მგელია თუ არა, 14 ნოემბერს თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე ნაპოვნი ცხოველი.

"ახლა არიან თანამშრომლები ადგილზე. გუშინ მოქალაქემ დარეკა, რომ მგელ-ძაღლი დაკარგა. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა ნახა გუშინ ღამით მგელი და თავშესაფარში იყო მიბარებული. ახლა არიან თანამშრომლები ადგილზე, ის მოქალაქეც უნდა მივიდეს და ველოდებით." - უთხრეს ტაბულას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში

მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობამ 14 ნოემბერს ღამით მგელი შეამჩნია და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს აცნობა. სამსახურმა ცხოველის დაჭერა და იზოლირებულ ადგილზე გადაყვანა სპეციალური შპრიცსასროლი თოფის გამოყენების შემდეგ შეძლო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მგლის შესაბამის ბუნებრივ არეალში გაშვებას აპირებდა.

კომენტარები