საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქმა კიდევ ერთი აგრესიული მღვდელი, გიორგი რაზმაძე დააჯილდოვა

მღვდელი გიორგი რაზმაძე

საკვირაო წირვის დასრულებისას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარ, გიორგი რაზმაძეს მიტრის ტარების უფლება მიანიჭა. მღვდელი რაზმაძე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სახელით ცნობილი საეკლესიო დაჯგუფების წევრია. გთავაზობთ მის რამდენიმე გამონათქვამს:

მღვდელი პოლიციელს: ყურში მოგკიდებ ხელს და გაგათრევ გვერდზე

მამა გიორგი: პოლიციელებს თამარ ჩერგოლეიშვილი მართავს

"ვინ ეკითხებოდა პრეზიდენტ მარგველაშვილს რომის პაპის დაპატიჟებას, რა აუცილებლობა იყო ამის?! ქვეყნის პირველი პირი ხარ და ხომ უნდა იცოდე, ვის იწვევ და რა შეიძლება ამას მოჰყვეს?! ალბათ, ნარკოტიკებითაა ეს საცოდავი გაბრუებული და ვერ აცნობიერებს, რა ნაბიჯს დგამს, ვერც კი ხვდება, რა უბედურებაში ყოფს თავს"

მღვდელი რაზმაძე პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეზეც საუბრობდა:

"უსუფაშვილმა თავისი შვილები გაჭყიპოს ნარკოტიკებით, სხვისას შეეშვას"

კომენტარები