თბილისის მერია

თბილისის მერია: კეთილმოწყობის სამსახურმა მშვიდობის ხიდის მორეცხვა დაიწყო

თბილისის მერია

თბილისის მერიის ცნობით, კეთილმოწყობის სამსახურმა მშვიდობის ხიდის მორეცხვა დაიწყო. დედაქალაქის მთავრობის ინფორმაციით, მშვიდობის ხიდის, როგორც გარე კარკასის, ასევე შიდა საფეხმავლო ნაწილის მორეცხვა-დასუფთავება მოხდება.


ფოტო: თბილისის მერია
სამუშაოები დღეს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2017 წელს მშვიდობის ხიდის მოვლა-პატრონობისთვის 465 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები