სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სპეცოპერაციის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

ტვ იმედი

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. მედიაში გარდაცვლილის კადრები ვრცელდება, თუმცა უცნობია მისი ვინაობა.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სპეცოპერაციის დროს ერთი ბრალდებულის ლიკვიდაცია მოხდა. თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამაზე ამ დრომდე არ საუბრობენ. უწყებაში ამბობენ, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ბერი გაბრიელს სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ, 21 ნოემბრის ღამიდან მიმდინარეობს. 

სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც უარი განაცხადეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.

სუს-ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათივე ინფორამციით, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან.

კომენტარები