სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სპეცოპერაციის საქმე - უმცირესობა წულუკიანს და გომელაურს პარლამენტში იბარებს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ევროპული საქართველო იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს. დეპუტატ სერგი კაპანაძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობას კითხვები აქვს - იგეგმებოდა თუ არა ტერაქტი და როგორ შემოაღწიეს ტერორისტებმა ქვეყანაში.

“პარლამენტში უნდა მოვიდეს ერთის მხრივ, სუს-ის ხელმძღვანელობა და მეორეს მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რათა მათ მისცენ განმარტება მთელ რიგ კითხვებთან დაკავშირებით. კერძოდ - იყო თუ არა ნამდვილად ჩატაევი ამ ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული. თუ იყო, როგორ მოხვდა ის საქართველოში, როგორ მოხვდა ეს ჯგუფი ზოგადად საქართველოში და რა მიზნებს ისახავდნენ ისინი, აპირებდნენ თუ არა ტერაქტის მოწყობას, როგორ შემოიტანეს მათ იარაღი საქართველოში. ეს არის კითხვები, რომელზეც ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხები საჯაროდ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3". აქამდე უცნობია მოკლულების ვინაობა. რაც შეეხება დაკავებულს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებული - საედი დუდაევია. 

უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე, ISIS-ის მებრძოლი, აშშ-ის მიერ ტერორისტთა საერთაშორისო სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი მოკლეს, რასაც საგამოძიებო უწყებები არც უარყოფენ, არც ადასტურებენ. ორი დღის წინ კი, სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ "არის ეჭვი, რომ დაღუპულებს შორის ახმედ ჩატაევიცაა". ამასთან, გუშინ რუსთავი 2-მა გაავრცელა სპეცოპერაციის ადგილზე გადაღებული ფოტო, რომელზეც მათი ცნობით, ჩატაევის სხეულის ნაწილები და მისი ფეხის პროთეზი ჩანს.

ვინ არის ახმედ ჩატაევი, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რა შედეგით დასრულდა 21-22 ნოემბრის სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, ნახეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები