ვანო მერაბიშვილის საქმე

კახიძე: ქვეყნის ინტერესებშია, რომ მერაბიშვილი დაუყონებლივ გათავისუფლდეს

0 კომენტარი
ფოტო: parliament.ge

ევროპული საქართველოს წევრის ოთარ კახიძის თქმით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა პატიმრობიდან გაათავისუფლოს ილგარ მამადოვი. მამადოვის საქმეზე, ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. 

"ილგარ მამედოვი ვანო მერაბიშვილის მსგავსად ციხეში იმყოფება 2013 წლის პირველი ნახევრიდან, მას ვანო მერაბიშვილის მსგავსად 2014 წელს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. მიუხედავად ამისა, მინისტრთა კომიტეტი მიუთითებს, რომ მე-18 მუხლის დარღევის შემთხვევაში ყველა განმცხადებელი თავისუფლდება და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს მე-18 მუხლით დარღვეული განმცხადებელი,"- ამბობს კახიძე. 

ევროპული საქართველოს წევრი განმარტავს, რომ მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოწოდებაცაა. 

"ვინაიდან ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის სასამართლომ, ვიდრე ეს იყო მამედოვის შემთხვევაში, დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა. დაადგინა, რომ ხელისუფლება იყენებდა მერაბიშვილის პატიმრობას პარტიის თავმჯდომარეზე ინფორმაციის გამოძალვის მიზნით და, შესაბამისად, ეს არის იგივე მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი ვინაიდან იდენტური არის საქმეები და შემთხვევები.

თუ ჩვენ არ გვინდა საქართველოს ხელისუფლების უკანონო მოქმედებებმა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები, საზოგადოებამ უნდა მოვუწოდოთ ჩვენს ხელისუფლებას დროულად გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და უზრუნველყოს მერაბიშვილის უპირობო და დაუყონებლივი გათავისუფლება სასჯელაღსრულების სისტემიდან,"- ამბობს კახიძე. 

ვრცლად ვანო მერაბიშვილის საქმეზე წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

21 კითხვა ტაბულასგან - ლაშა ბუღაძე

კომენტარები