საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები 8 დეკემბერს, დილის 08:24-ზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 56კმ-ში, სოფელ მამიშლარში იყო. მამიშლარი დმანისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და რაიონული ცენტრიდან 16 კილომეტრითაა დაშორებული.