პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2017 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2.9%-ით გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: Thomas Peter / Reuters

2017 წლის 9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $1.34 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.9%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ინვესტიციების მხრივ ეკონომიკის სექტორებს შორის პირველ ადგილზე სატრანსპორტო სექტორია, სადაც წელს $447 მილიონი ინვესტირდა. ეკონომიკის სექტორების მიხედვით ინვესტიციები ასე გამოიყურება:

  1. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $447 მილიონი, კლება წინა წელთან 3.2%
  2. მშენებლობა - $241 მილიონი, ზრდა წინა წელთან 67%
  3. საფინანსო სექტორი - $156 მილიონი, კლება წინა წელთან 12%
  4. ვაჭრობა, განათლება და მომსახურება - $117 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27%
  5. უძრავი ქონება - $116 მილიონი, ზრდა წინა წელთან 40%
  6. ენერგეტიკა - $98 მილიონი, კლება წინა წელთან 18%
  7. სასტუმროები და რესტორნები - $75 მილიონი, ზრდა წინა წელთან 74%
  8. დამამუშავებელი მრეწველობა - $46 მილიონი, კლება წინა წელთან 58%
  9. სამთომომპოვებელი მრეწველობა - $39 მილიონი, კლება წინა წელთან 2.1%
  10. სოფლის მეურნეობა და თევზჭერა - $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 61%

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია, რაც პირველ რიგში ქვეყანაში შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობის პროექტს უკავშირდება. აზერბაიჯანულმა მხარემ 2017 წლის 9 თვეში საქართველოში $378 მილიონი ჩადო, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. 

  1. აზერბაიჯანი - $378 მილიონი, კლება წინა წელთან 12%
  2. თურქეთი - $259 მილიონი, ზრდა წინა წელთან 44%
  3. გაერთიანებული სამეფო - $175 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%
  4. ნიდერლანდები - $133 მილიონი, ზრდა წინა წელთან 84%
  5. აშშ - $52 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%
  6. გაერთიანებული საემიროები - $51 მილიონი, ზრდა წინა წელთან 36%
  7. პანამა - $42 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%
  8. ჩინეთი - $35 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%
  9. ჩეხეთი - $34 მილიონი, კლება წინა წელთან 56%
  10. მალტა - $29 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ. მსხვილი ქართული კომპანიების ნაწილი ევროკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შესაბამისად მათი ბრუნვის ნაწილი უცხოურ ინვესტიციებად აღიქმება.

საქსტატის მონაცემები წინასწარია და ის შესაძლოა შეიცვალოს. დაზუსტებული რიცხვები ინვესტიციების შესახებ 2018 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები