მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ჩვენებას უსაფრთხოების სამსახურს მივცემ, გენპროკურატურას - არა

Unian

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მზად არის, დაკითხვაზე გამოცხადდეს, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში და არა გენერალურ პროკურატურაში. 

"მე ბრალს მდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, დაე, ეს უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძიოს. ჩვენ მათ (გენპროკურატურას) მოკითხვა გადავეცით. ველოდები დაკითხვაზე გამოძახებას უსაფრთხოების სამსახურიდან, სადაც ყველა აუცილებელ ჩვენებას მივცემ", - თქვა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა. 

მისი ადვოკატი, რუსლან ჩერნოლუცკიც ამბობს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე 4 დეკემბერს საქმე სწორედ უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო, ამიტომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენების მისაცემად გენერალურ პროკურატურაში არ მივა. 

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის გენერალური პროკურატურაში მაინც მივიდა, თუმცა ჩვენება არ მიუცია. 

"მე საერთოდ არ ვცემ პატივს უკრაინელ პროკურორებს, მაგრამ პატივს ვცემ უკრაინულ კანონს. მივიღე ოფიციალური უწყება და მისი მოთხოვნა შევასრულე. ამიტომაც ვარ აქ", - თქვა მან.

მოგვიანებით უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ სააკაშვილმა ეჭვმიტანილის სტატუსით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა, ამიტომ მას დაკითხვაზე მეორედ გამოიძახებენ. 

კომენტარები