ფინანსები

ეროვნულმა ბანკმა რეგულაციების დარღვევისთვის 5 მიკროსაფინანსო და 1 ბანკი დააჯარიმა

ტაბულა

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ერთი კომერციული ბანკი დააჯარიმა.

2017 წლის 14 იანვარს ამოქმედდა სამოქალაქო კოდექსის 625 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა სესხებზე დასარიცხი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციის ოდენობა. ამ რეგულაციის შედეგად ქვეყანაში აიკრძალა ისეთი სესხის გაცემა, რომლის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს აღემატება, საჯარიმო სანქციების მოცულობა კი წლიურ 150%-ს აღემატება. დაჯარიმებულთაგან ერთი მიკროსაკრედიტო, სწორედ აღნიშნულ ნორმას არღვევდა.

"ორმა მისო-მ დროულად არ წარმოადგინა მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ ანგარიშგება. გარდა ამისა, ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა დროულად არ მოახდინა მომხმარებლის პრეტენზიაზე რეაგირება, რითაც დაარღვია "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის" მოთხოვნები", - წერია სებ-ის განცხადებაში.

ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ შემუშავებული სხვა რეგულაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები