ფოტოგრაფი ერიც ლაფორჯი იმ ცოტა იღბლიან ადამიანს შორის მოხვდა, რომლებსაც მიეცათ შანსი, ნახონ, თუ რეალურად როგორ ცხოვრობენ ადამიანები ჩრდილოეთ კორეის ავტორიტარული რეჟიმის ქვეშ.
"2008 წლიდან ჩრდილოეთ კორეაში 6-ჯერ ვიმოგზაურე. მადლობა ციფრულ მახსოვრობის ბარათებს, რომ მომეცა შესაძლებლობა შემენახა ფოტოები, რომლების გადაღებასაც მიკრძალავდნენ და შემდეგ მაიძულებდნენ, წამეშალა,"- ამბობს ის.
ფოტოგრაფი არ კმაყოფილდება იმ კარგად ორგანიზებული, ტურისტული მარშრუტით, რომელიც მხოლოდ ქვეყნის გარე ფასადს აჩვენებს მოგზაურებს. მას სურდა, უფრო მეტი ენახა და გაეგო იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ტოტალური კონტროლის ქვეშ უწევთ არსებობა.
"მე ისე მექცეოდნენ, როგორც ერთერთ ტურისტს. ისინი არ მაძლევდნენ უფლებას გადამეღო ფოტოები პოლიციისთვის, ჯარისთვის და ა.შ. მაგრამ 300მმ ზუმიანი ლინზების დახმარებით, ბევრი რამის გადაღება შევძელი,"- ამბობს ფოტოგრაფი Bored Panda-სთან საუბრისას.
მას შემდეგ, რაც ის თავისი მე-6 მოგზაურობიდან დაბრუნდა 2012 წელს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ აღმოაჩინა ჩუმად გადაღებული ფოტოები, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდებოდა. მათ ფოტოგრაფს ფოტოების წაშლა მოსთხოვეს.
"მე მათ უარი ვუთხარი, რადგან მე ჩრდილოეთ კორეის ყველა ასპექტს ავსახავდი: კარგსაც და ცუდსაც, ზუსტად ისე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ვაკეთებ. მე უარი ვთქვი, რომ დამეშვა გამონაკლისი ჩრდილოეთ კორეისთვის და მათ ეს არ მოეწონათ".
მალევე, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა ლაფორჯის ქვეყნის საზღვრის გადალახვა აუკრძალა.
ჩრდილოეთ კორეა