ნავთობის ტანკერი

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში შესაძლოა, ირანული ნავთობის ტანკერი აფეთქდეს

Reuters

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ნავთობის ტანკერზე გაჩენილი ხანძრის გამო მისი აფეთქების საშიშროებაა. ტანკერზე ხანძარი ჩინურ სატვირთო გემთან შეჯახების შედეგად გაჩნდა.

მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, თუმცა გემის ეკიპაჟის ადგილმდებარეობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

ეკიპაჟი 30 ირანელის და 2 ბანგლადეშელისაგან შედგება. ტანკერი ირანულ კომპანიას ეკუთვნის. მას 136,000 ტონა ირანული ნავთობი გადაჰქონდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა ზარალი მიადგა გარემოს ნავთობის დაღვრის გამო.

კომენტარები