ვლადიმერ პუტინი

პუტინის ნდობით აღჭურვილთა სიაში დიანა ღურწკაია და ნიკოლოზ ცისკარიძეც არიან

0 კომენტარი
ფოტო: Moscvichka.ru

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 ადამიანი დაარეგისტრირა. მათ შორის მომღერალი დიანა ღურწკაია და ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძეც მოხვდნენ.

სიაში ასევე არიან რუსი ტელეწამყვანი ვლადიმირ იაკუბოვიჩი, მომღერალი ლევ ლეშენკო და სხვები. 

პუტინის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ, ელენა შმელევამ თქვა, რომ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების რიცხვი 500-ს მიაღწევს. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, 600 ასეთი ადამიანი დაარეგისტრიროს. 

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს არის დანიშნული. საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 2017 წლის 18 დეკემბერს დაიწყო. რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თანამდებობაზე კენჭს კიდევ ერთხელ, მეოთხედ იყრის. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ის ვერცხლის მედლის მფლობელია

კომენტარები