ვლადიმერ პუტინი

პესკოვი: დღეს ვლადიმერ პუტინი ყირიმზე გადაღებულ ფილმს ნახავს

Russia's PM Putin takes part in a video conference, dedicated to bomb blasts, in Krasnoyarsk
Ria Novosti / REUTERS

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, ავრცელებს ინფორმაციას, რომ პუტინი დღეს, 15 მარტს, დოკუმენტური ფილმის "ყირიმი - გზა სამშობლოსკენ" ნახვას რუსეთის მოსახლეობასთან ერთად, ტელეკომპანია Russia 1-ის ეთერში გეგმავს.

ცნობისთვის, ზემოხსენებული ფილმი გადაღებულია ჟურნალისტის, ანდრეი კონდრაშევის მიერ და ის რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის წლისთავს უკავშირდება. ამ ფილმში გამოყენებულია ვლადიმერ პუტინის ინტერვიუებიც.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ვარაუდები ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობასთან დაკავშირებით. მსოფლიო დააეჭვა იმ ფაქტმა, რომ პუტინი ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა და მეტიც, ყაზახეთში ვიზიტი და რამდენიმე დაგეგმილი ღონისძიება, მათ შორის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობის შესახებ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა, გააუქმა. ცნობები პრეზიდენტის ავადმყოფობის შესახებ მისმა პრესსამსახურმა უარყო.

კომენტარები