თბილისის მერია

მერიამ ვაშლიჯვარი-მარშალ გელოვანის ესტაკადის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერია

თბილისის მერია სარაჯიშვილისა და მარშალ გელოვანის ქუჩების გადაკვეთაზე ესტაკადის აშენებას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა და მისი სავარაუდო ღირებულება 4.3 მილიონი ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებლობა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს.

როგოტრი იქნება ახალი ესტაკადა

პიკის საათებში ვაშლიჯვარი-მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი გზა გადატვირთულია, ახალი ესტაკადა გზის გამტარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.

სატენდერო დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები