უბედური შემთხვევა

ფოთში ზღვამ 54 წლის ქალის ცხედარი გამორიყა

Getty Images

ფოთში ზღვამ 54 წლის ქალის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი სანაპირო ზოლზე სამართალდამცველებმა იპოვეს. 

54 წლის ქალი სახლიდან 26 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ის დევნილთა დასახლებაში მარტო ცხოვრობდა. 

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

კომენტარები