ავღანეთი

ქაბულის სასტუმროზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 6

The Guardian

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შეიარაღებულმა პირებმა სასტუმრო ინტერკონტინენტალის შენობა დაიკავეს და მძევლები აიყვანეს.

სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად და სასტუმროს ასაღებად რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა სამივე თავდამსხმელი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით დაიღუპა კიდევ 5 ადამიანი და დაშავდა 6, თუმცა მათი ეროვნება არ არის დაზუსტებული.

სასტუმრო საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერნციას მასპინძლობდა. თვითმხილველების თქმით მძევლებს შორის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

ავღანეთის ძალებთან ერთად სასტუმროსთან აშშ-ის სამხედრო ტექნიკაც იყო მობილიზებული.

თავდასხმამდე ორი დღით ადრე აშშ-ის საელჩომ გაავრცელა გაფრთხილება, რომ სასტუმროებზე თავდასხმა იყო მოსალოდნელი.

კომენტარები