ელტონ ჯონი

3-წლიანი ტურნე მუსიკალური კარიერის დასასრულს - ელტონ ჯონი ფანებს ემშვიდობება

Reuters

ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი კარიერას ემშვიდობება. ამის შესახებ განცხადება მუსიკოსმა ოთხშაბათს, ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 3-წლიანი ტური 2018 წლის სექტემბერში იწყება. 

"17 წლიდან სხვადასხვა ბენდთან ერთად ვაწყობდი ტურებს. ვფიქრობ, რომ დროა, ჩემს ყველა გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა და დავემშვიდობო,"- თქვა ჯონმა. 

ელტონ ჯონი ამბობს, რომ მისი პრიორიტეტები მას შემდეგ შეიცვალა, რაც მასა და მის მეუღლეს დევიდ ფერნიშს შვილები ეყოლათ. მისი თქმით, ის არ ღელავს კარიერასთან დამშვიდობებაზე.

3-წლიანი ტური, რომელიც 8 სექტემბერს დაიწყება 5 კონტინენტის მასშტაბით 300 შოუს მოიცავს. ბილეთების გაყიდვა "Farewell Yellow Brick Road"-ისთვის 2 თებერვალს იწყება. 

კომენტარები