ოკუპირებული რეგიონები

აშშ ოკუპირებულ რეგიონებთან რუსეთის მიერ დადებულ სამხედრო "შეთანხმებას" გმობს

EPA

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან დადებული სამხედრო "შეთანხმების" რატიფიცირებას. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ე.წ. ალიანსის ლეგიტიმურობას, რაც არ წარმოადგენს ვალიდურ საერთაშორისო შეთანხმებას - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

"ჩვენი პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ უცვლელია: აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმების რატიფიცირება წინააღმდეგობაში მოდის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიასთან, რომლის მონაწილე რუსეთიცაა. აშშ მოუწოდებს რუსეთს, დააბრუნოს მისი ძალები 2008 წლის ომამდე არსებულ პოზიციებზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები