კურილიის კუნძულები

რუსეთი იაპონიასთან სადავო კუნძულზე სამხედრო თვითმფრინავებს განათავსებს

The Moscow Times

რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა იაპონიასთან სადავო კუნძულზე რუსული სამხედრო თვითმფრინავების განთავსება დაამტკიცა.

ბრძანებულება გუშინ გამოქვეყნდა და მედვედევმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუნძულზე არსებული აეროპორტის სამხედრო თვითმფრინავებისათვის გამოყენების უფლება მისცა.

კუნძული იტურუპი (იაპონურად - ეტოროფუ) სამხრეთ კურულიის კუნძულებს შორის ყველაზე დიდია და მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე იაპონიის შემადგენლობაში შედიოდა. იაპონია კუნძულს დღემდე მის უკიდურეს ჩრილოეთ ნაწილად განიხილავს.

მოსკოვში იაპონიის საელჩოს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. რამდენიმე დღეში რუსეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც სადავო კუნძულების საკითხი უნდა განიხილონ.

რუსეთმა კურილიის კუნძულებზე სარაკეტო თავდაცვის სისტემები განათავსა და საზღვაო ბაზის მშენებლობას გეგმავს.

კომენტარები