ცნობილი ადამიანები

9-თვიანი დუმილის შემდეგ, ქაილი ჯენერმა Twitter-ზე დაწერა, რომ შვილი შეეძინა [VIDEO]

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

რეალითი შოუს მონაწილე ქაილი ჯენერსა და რეპერ ტრევის სკოტს პირველი შვილი შეეძინათ. 

2017 წლის სექტემბერში სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯენერი და სკოტი შვილს ელოდებოდნენ, თუმცა კარდაშიანებისა და ჯენერების ოჯახი ინფორმაციას არ ადასტურებდა და ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობდა. თუმცა, 4 თებერვალს ჯენერმა Twitter-ზე დაწერა: "მშვენიერი და ჯანმრთელი პატარა გოგონა 1 თებერვალს დაიბადა". 

ამასთან, 20 წლის ქაილი ჯენერმა გულშემატკივრებსა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, რომ ამ ყველაფერზე საჯაროდ არ ლაპარაკობდა. 

"მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ამაზე არ ვლაპარაკობდი. ვაცნობიერებ, რომ თქვენ ყველა ჩემს თავგადასავალში ჩემ გვერდით იდექით. ჩემი ფეხმძიმობა იყო ის, რაზეც გადავწყვიტე, რომ მთელი მსოფლიოსთვის არ მეჩვენებინა. მე ვიცოდი, რომ ამ ცხოვრებისეული როლისთვის მჭირდებოდა ჩემთვის ცნობილი ყველაზე პოზიტიური, სტრესისგან თავისუფალი და ჯანსაღი გზა ამერჩია. არანაირი გეგმა არ მქონია, ფურორი მომეხდინა ან ამ გზით ფული მეშოვა. მე ვიცოდი, რომ ჩემი ბავშვი ყველა სტრესსა და ემოციას იგრძნობდა, ამიტომაც, ჩემი პატარა სიცოცხლისთვის და ოჯახისთვის ეს გზა ავირჩიე. 

ფეხმძიმობა ყველაზე მშვენიერი, გამაძლიერებელი და ცხოვრების წესის შემცვლელი გამოცდილება იყო, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია და მე ნამდვილად მომენატრება ის. ვაფასებ ჩემს მეგობრებსა და, განსაკუთრებით, ჩემს ოჯახს, რომ დამეხმარნენ ეს განსაკუთრებული მომენტი, რამდენადაც შესაძლებელი იყო, ვიწრო წრეში აღგვენიშნა. ჩემი მშვენიერი და ჯანმრთელი გოგონა 1 თებერვალს დაიბადა და ვეღარ ვითმენდი, რომ არ გამეზიარებინა ეს თქვენთვის. მე არასდროს მიგრძვნია ამხელა სიყვარული და ბედნიერება, რომლისგანაც შეიძლება, გავსკდე! მადლობას გიხდით გაგებისთვის,"- დაწერა ჯენერმა Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე. 

ჯენერმა ასევე თავისი ფეხმძიმობის ამსახველი კადრების ნაკრებიც გამოაქვეყნა YouTube-ზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები