ვლადიმირ პუტინი

პუტინმა სკოლის მასწავლებლისგან მემკვიდრეობით თელ-ავივში ოთახნახევრიანი ბინა მიიღო

fdwallpapers.com

Ynet-ის მიხედვით, თელ-ავივში რუსეთის საელჩომ პუტინის სახელზე ოთახნახევრიანი ბინა მიიღო.

ბინა პუტინს მემკვიდრეობით მისმა სკოლის მასწავლებელმა, მინა იუდიტსკაია ბერლინერმა დაუტოვა. ბერლინერი პუტინს სანქტ-პეტერბურგში ასწავლიდა. ის 1973 წელს საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა.

2005 წელს ისრაელში პუტინის ვიზიტისას მან ისრაელში რუსეთის საელჩოს სთხოვა მიეცათ მისთვის უფლება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან ერთად პუტინს შეხვედროდა, თუმცა ამის ნაცვლად პუტინმა ყოფილი მასწავლებელი ჩაიზე დაპატიჟა.

ამის შემდეგ მინა ყოფილი მოსწავლისაგან საჩუქრებს რეგულარულად იღებდა. პუტინმა მას საკუთარი ბიოგრაფიაც გაუგზავნა ავტოგრაფით. თელ-ავივის ცენტრში ბინა მინა ბერლინერს პუტინმა რუსეთის საელჩოს მეშვეობით უყიდა.

პუტინის მასწავლებელი გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ხარჯები რუსეთის საელჩომ გაიღო. ანდერძის მიხედვით ბინა რუსეთის პრეზიდენტს დარჩა.

კომენტარები