ვიეტნამის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში გოგონები ქრებიან. ზოგიერთი მათგანი სულ რაღაც 13 წლისაა. ისინი საქორწინო ტრეფიკინგის მსხვერპლები არიან, რომლებსაც იტაცებენ და ჩინეთში გადაჰყავთ იმისათვის, რომ შემდეგ გასათხოვებლად გაყიდონ.
ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის Plan International-ის ცნობით, ასეთი ტიპის დაძალებული ქორწინებების რიცხვი ბოლო ათწლეულის მანძილზე ნელნელა, მაგრამ მაინც იზრდებოდა.
ათწლეულების მანძილზე ჩინეთში მოქმედმა "ერთი შვილის" პოლიტიკამ, სიტუაცია გაამწვავა და ქვეყანაში გენდერული დისბალანსი გამოიწვია.
ფოტოგრაფი ვენსან ტრემი ვიეტნამში Plan International-ის წარმომადგენელთან ერთად გაემგზავრა, რათა ერთერთ ასეთ შორეულ სოფელში, საიდანაც გოგონები გაიტაცეს.
მასალა მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით.