აშშ

ბიუჯეტზე შეუთანხმებლობის გამო აშშ-ის სახელმწიფო უწყებებმა მუშაობა კვლავ შეწყვიტეს

Getty Images

კონგრესში ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების ვადის გადაცილების გამო აშშ-ის მთავრობამ მიმდინარე წელს მუშაობა მეორედ შეწყვიტა.

იმ შემთხვევაში, თუ ახალ საბიუჯეტო გეგმას წარმომადგენელთა პალატა რამდენიმე საათში დაამტკიცებს და პრეზიდენტი ხელს მოაწერს მთავრობა მუშაობის გაგრძელებას ახალი სამუშაო დღის დაწყებამდე შეძლებს.

ახალი საბიუჯეტო გეგმით თავდაცვის ხარჯები და ჯადაცვისა და ინფრასტრუქტურისათვის გამოყოფილი თანხები საგრძნობლად გაიზრდება. შეუთანხმებლობა სწორედ გაზრდილ ხარჯებს მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ დაფინანსების არარსებობის გამო სახელმწიფო უწყებების მუშაობა 20 იანვარს 3 დღით შეჩერდა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში იყვნენ, ხოლო თეთრის სახლში შესულ ზარებს ავტომოპასუხე პასუხობდა და მოქალაქეებს აცნობებდა, რომ სენატში დემოკრატებმა მთავრობის დაფინანსების საკითხი მძევლად აიყვანეს, მათ შორის არმიის და ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსებაც, რისი მიზეზიც მიგრაციის საკითხზე შეუთანხმებლობა გახდა.

უთანხმოება იმ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის გეგმას მოჰყვა, ვინც აშშ-ში მაშინ გადავიდნენ, როდესაც არასრულწლოვნები იყვნენ. ე.წ. Dreamers-ის პროგრამა მათ დეპორტაციისაგან იცავდა და დროებით ლეგალურ სტატუსს ანიჭებდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პროგრამის გაუქმება სურს, რაც 700 000-მდე ადამიანს შეეხება.

ბიუჯეტის დამტკიცებამდე მხოლოდ უსაფრთხოების, საფოსტო, სამედიცინო, სტიქიური უბედურების დახმარების, საჰაერო სივრცის კონტროლის, სასჯელთაღსრულების და ელექტროენერგიის სამსახურები იმუშავებს.

კომენტარები