ჩინეთი

ქალმა შემოწმებისას ბარგის დატოვებაზე უარი თქვა და რენტგენის მოწყობილობაში შევიდა

bbc

სამხრეთ ჩინეთში Dongguan-ის რკინიგზის სადგურზე უცნაური ინციდენტი მოხდა. ჩინური ანუ მთვარის ახალი წლის პიკის საათებში ქალმა უსაფრთხოების შემოწმებისას ბარგის დატოვებაზე უარი თქვა და რეტნგენის [X-ray] გასაშუქებელ მოწყობილობაში შევიდა. 

სადგურის უსაფრთხოების თანამშრომლები შოკირებულები დარჩნენ, როდესაც მონიტორზე მუხლებზე მდგარი ქალის სილუეტი დაინახეს.

თურმე აღმოჩნდა, რომ ქალბატონს ბარგით, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით ნაღდი ფული გადაჰქონდა, რაც არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა ჩინური ახალი წლის პერიოდში მოგზაურობისას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც მსგავსი ინციდენტი მოხდა, რკინიგზის თანამშრომლებმა მგზავრები გააფრთხილეს, რომ რენტგენის [X-ray] სხივები არის რადიაციული და ის საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კომენტარები