ვიზალიბერალიზაცია

გერმანიის შს მინისტრი: თუ დარღვევები გაიზრდება, შეჩერების მექანიზმს ავამოქმედებთ

DW

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მეზიერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქართულ მედიასთან განაცხადა, რომ თუ საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო რეჟიმით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევები კიდევ გაიზრდება გერმანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განხილვას დაიწყებს. 

"ახლახანს მქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთნ შეხვედრა, მე როგორც შს მინიტრმა დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. საბოლოოდ, ჩვენ კონსენსუსს მივაღწიეთ, მათ შორის, შეჩერების მექანიზმზეც. თუ პირობების დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ. ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდება, ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, თუმცა ვიზის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა შემაშფოთებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურად არის ჩართული. ჩვენც ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთეთ", - ამბობს გერმანიის შს მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში. თარგმანი იმედს ეკუთვნის.

საქართველომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შენიშვნა გერმანიის მხარის - ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრსგან მიიღო. იოაჰიმ შტამპისგან მიიღო. შტამპის თქმით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველთა ლტოლვილად დარჩენის შემთხვევები. 

საქართველომ ანალოგიური შენიშვნა ევროკომისიისგანაც მიიღო. ანგარიშში ევროკომისია განსაკუთრებული სიმწვავით ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობაზე მიუთითებს. ამავდროულად, ხაზგასმულია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაც. 2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა - 1570-მდე გაიზარდა. 

ევროკომისია საქართველოს აძლევს რეკომენდაციას დასრულდეს პოლიციის რეფორმა და შეიქმნას დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა, ასევე დაასრულოს მუშაობა სამიგრაციო რისკების შეფასების სიტემაზე.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტ-დეკემბერში ის საქართველოს 170 000-მა მოქალაქემ გამოიყენა.

ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. შეჩერების მექანიზმით ისარგებლოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს.

კომენტარები