ჩინეთი

სირცხვლი, პიროვნების კულტი, 1984 - ყველა სიტყვა, რაც ჩინეთმა ბოლო 5 დღეში აკრძალა

USA Today

ჩინეთში ცენზურა გააქტიურდა, რისი მიზეზიც კომუნისტური პარტიის ყრილობის ინიციატივაა გაუქმდეს პრეზიდენტად არჩევის ლიმიტი. ლიმიტის გაუქმება პრეზიდენტ სი ძინპინს ხელისუფლებაში პრაქტიკულად უვადოდ დარჩენის საშუალებას მისცემს.

ცენზურის ახალი ტალღა ქვეყნის კონტროლირებად სამესიჯო აპლიკაციებს შეეხო, მომხმარებლები ვეღარ აგზავნიან სიტყვებს - იმპერატორი, პიროვნების კულტი და ასე შემდეგ. აიკრძალა ლათინური ასო N-ის გამოყენებაც. 

აკრძალული სიტყვების სია:

ვეწინააღმდეგები


ფოტო: Getty Images

სამარცხვინო

პიროვნების კულტი

1984

ცხოველების ფერმა

მონობა

იმპერატორის ოცნება

ჩინეთის დროშის აღმართვა 2008 წლის ოლიმპიადაზე
ფოტო: Reuters

ვემიგრირდეთ


ფოტო: Slate

ლიანდაგები შეიცვალა

გვირგვინამდე აღზევება

სი ძედუნი

დიდება იმპერატორს

ასევე აიკრძალა:

  • ისტორიის ბორბალი
  • ნებაყოფლობით ვხდები ვეგეტარიანელი
  • ხელები დავიკაპიწოთ
  • N - N გამოხატავს სიტყვა Number-ის დასაწყისს, რაც საპრეზიდენტო ვადებზე მიანიშნებს.

სი ძინპინი 2012 წლის ნოემბრიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური მდივანი და 2013 წლის მარტიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი და ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეა.

კომენტარები