გზების დეპარტამენტი

კლდის ჩამოშლის გამო, წესი-ურავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის კმ4-კმ5 მონაკვეთზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა. გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდა, რათა ავტოტრანპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს.

კომენტარები