სირია

ასადის რეჟიმის ძალებმა აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიის მესამედი აიღეს

Getty Images

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალებმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიის ერთ მესამედზე მეტი აიღეს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის თქმით რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

აღმოსავლეთ ღუტაზე შეტევა ორი კვირის წინ დაიწყო. გავრცელებული ცნობით, მას შემდეგ 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

პერიოდულად რუსეთის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ვერ მოხერხდა. რუსეთის თქმით ჰუმანიტარული კორიდორის შექმნას ხელი ამბოხებულების მხრიდან ცეცხლის გახსნამ შეუშალა. ამბოხებულებმა რუსეთის განცხადებას "აშკარა ტყუილი" უწოდეს.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუცია მიიღეს და სირიაში მოქმედ ძალებს სამხედრო ოპერაციების 30-დღიანი შეწყვეტისაკენ მოუწოდეს. რეზოლუცია არ ვრცელდება ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებზე. ასადის რეჟიმის მტკიცებით აღმოსავლეთ ღუტაში ისინი სწორედ ტერორისტებს ებრძვიან.

კომენტარები