ავიაკატასტროფა ირანში

ირანში კერძო თურქული თვითმფრინავი ჩამოვარდა

Reuters

ირანის სამხრეთ-დასავლეთით კერძო თურქული თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სტამბულში მიფრინავდა.

ირანული მედიის ინფორმაციით თვითმფრინავი მთებში ჩამოვარდა და ცეცხლი წაეკიდა.

გავრცელებული ცნობით ბორტზე 11 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზიც.

კომენტარები