სირია

დამასკოზე სარაკეტო თავდასხმას 35 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

სირიის დედაქალაქ დამასკოში, რომელსაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალები აკონტროლებენ, ბაზარზე სარაკეტო თავდასხმას 35 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რაკეტები დამასკოს გარეთ, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტას ტერიტორიიდან გაისროლეს.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ღუტაზე საჰაერო იერიშები ასადის მხარდამჭრმა ძალებმა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყეს. მას შემდეგ შეტაკებებს 1,400 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო ანკლავი 50,000-მა ადამიანმა დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები