აშშ

ტეხასში მოწყობილ 4 აფეთქებაში ეჭვმიტანილმა 23 წლის მამაკაცმა თავი აიფეთქა

მარკ ენტონი კონდიტი
CNN

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ ოსტინში 23 წლის მამაკაცმა საკუთარ მანქანაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით თავი აიფეთქა.

მარკ ენტონი კონდიტმა მოწყობილობა თავად დაამზადა. მან თავი მაშინ აიფეთქა, როდესაც პოლიციას მის დაკავებას ცდილობდა.

გამოძიება მიიჩნევს, რომ კონდიტი ტეხასის შტატში უკანასკნელი 3 კვირის მანძილზე მომხდარ 4 აფეთქებაშია დამნაშავე, რასაც ჯამში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 5 დაშავდა.

უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივი.

კომენტარები