ბიძინა ივანიშვილი

არჩევნების წინ დაპირებული $60,000,000-იანი სასტუმროს ადგილზე ამ დრომდე სიცარიელეა

bloomberg

"დღეს ანაკლიაში, უფრო კონკრეტულად განუმუხურში გაიხსნება მშენებლობა, საკმაოდ უნიკალური თავისი ხასიათით. თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით აშენდება უნიკალური სასტუმრო", - საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 2016 წლის 26 სექტემბერს თქვა ბიძინა ივანიშვილმა. 

დღეის მდგომარებით კი ტერიტორიაზე არავითარი მშენებლობა არ მიმდინარეობს, სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაეობიც კი არაა დაწყებული.

ივანიშვილმა ოფშორული კომპანიის მეშვეობით განმუხურში მდებარე 34 ათასი კვადრატული მეტრი 2016 წელს 2.2 მილიონ ლარად შეიძინა. თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება $60 მილიონია.

საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით, ქართუ ჯგუფმა განმუხურში 36 თვიან ვადაში 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა მოაწყოს, რომელსაც ღია და დახურული საცუარაო აუზები, ტენისის კორტი, ბულვარი და მინიმუმ 35 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი უნდა ჰქონდეს.

ივანიშვილი 2016 წელს ამბობდა, რომ ამ სასტუმროზე მას დიდი გეგმები ჰქონდა, მისი თქმით, ის ანალოგიური კლასის სასტუმროს მშენებლობას აფხაზეთშიც გეგმავდა და ამისთვის მარიონეტულ რეჟიმს შესაბამისი თხოვნაც გაუგზავნა.

"ჩვენი აფხაზი ძმებისთვის შეთავაზება მინდოდა გამეკეთებინა. გამყოფ ხაზს იქეთაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი, თუ მათი კეთილი ნება იქნება, ასევე გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს, შესაძლოა, უფრო მასშტაბურს. სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას. ამით მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში. ამით, გარკვეული საფუძველი ჩაეყრებოდა ნდობის აღდგენას", - ამბობდა ივანიშვილი.

სასტუმროს პროექტი

სასტუმროს პროექტი
ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

ვადის მნიშვნეოვანი ნაწილი უკვე გავიდა. შესაბამისად ექსპრემიერის კუთვნილ თანაინვესტირების ფონდს მშენებლობისთვის მცირე დრო რჩება.

ტერიტორიის მფლობელი კომპანია კომპანია "ბლექ სი რივიერა" ეკუთვნის პანამაში რეგისტრირებულ ქართუ ჯგუფის კიდევ ერთ კომპანია "ოლდ სითი დეველოპმენტს". თავად "ოლდ სითი დეველოპმენტის" მფლობელი კი პანამური კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL S.A - არის, რომელიც ქართუ ჯგუფის კიდევ სხვა კომპანიას ეკუთვნის, თუმცა ეს კომპანია ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში შესული არაა. 

 

კომენტარები