პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას, რატომ საყვედურობდა პრემიერი მას დეპუტატების საერთო ჩათში, თავი აარიდა. მისი თქმით, გუნდში ყველაფერი კარგად არის.
"კარგად არის ყველაფერი, სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ სხვებიც დაამშვიდოთ"- თქვა კობახიძემ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დეპუტატების საერთო ჩათში კრიტიკული შინაარსის წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა.
კვირიკაშვილისა და კობახიძის სავარაუდო მიმოწერა იხილეთ ვრცალად.