პრეზიდენტის შეწყალება

საია-ს იურისტი: პრეზიდენტს შეწყალება წესების დაუცველად შეუძლია, ეს კონსტიტუციური უფლებაა

0 კომენტარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის განმარტებით, პრეზიდენტს შეწყალება კანონში გაწერილი წესების დაცვის გარეშეც შეუძლია და ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა.

რევაზ აჭარაძე ტაბულასთან ამბობს, რომ ეს წესები შეწყალების კომისიას ეკუთვნის, რომელიც ამზადებს დასკვნას. თუმცა, პრეზიდენტს უარყოფითი დასკვნის შემთხვევაშიც შეუძლია შეწყალება.

"პრეზიდენტს წესების დაუცველად შეუძლია გამოიყენოს შეწყალება, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. მითითება იმაზე, რომ უნდა იყოს განსაკუთრებული გარემოება, არ არის. ეს გაწერილი წესები არის შეწყალების კომისიისთვის, რომლის საფუძველზეც ისინი ამზადებენ დასკვნას. თუმცა, კომისიის დასკვნა უარყოფითიც რომ იყოს, პრეზიდენტს შეუძლია შეწყალება", - ამბობს აჭარაძე.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდებული პირი საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო პროცესების დასრულებამდე შეიწყალა.

საუბარია იმაზე, რომ საქმე ჯერ კიდევ განიხილება სააპელაციო სასამართლოში, სადაც პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნოე სულაბერიძე

კომენტარები