საპროტესტო გამოსვლები სომხეთში

ერევანში პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო, არიან დაკავებულები (ფოტო, ვიდეო)

0 კომენტარი
ფოტო: news.am

NEWS.AM-ის ინფორმაციით, ერევანში პოლიციამ სპეციალური საშუალებების გამოყენებით საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყო.

ცნობილია, რომ საპროტესტო აქციების ლიდერ, ნიკოლ ფაშინიანის შემდეგ, დააკავეს კიდევ ერთი ოპოზიციონერი, სასუნ მიქაელიანი და აქციის სხვა მონაწილეები.

დაკავებამდე მან შეკრებილებს მიმართა და მოუწოდა არ დატოვონ აქცია.

"არავის შეგეშინდეთ, არსად წახვიდეთ. სერჟ სარგსიანი ჩვენს მშვიდობიან დემონსტრაციას ულტიმატუმს უყენებს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და გავათავისუფლოთ ნიკოლ ფაშინიანი", - ამბობდა ის.

გარდა ამისა, NEWS.AM-ის ინფორმაციით, სასუნ მიქაელიანი პოლიციისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც დააკვეს.

ამ მოვლენებს წინ უძღვოდა პოლიციის მიერ ქუჩის გადაკეტვა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პოლციის კორდონის გარღვევა სცადეს და მათსა და პოლიცას შორის დაპირისპირება მოხდა. სწორედ ამ დროს დააკავეს ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 22 აპრილს, დილით, ერევანის სასტუმრო Marriott Armenia-ში ნიკოლ ფაშინიანსა და სომხეთის პრემიერმინისტრ, სერჟ სარგსიანს შორის მოკლე შეხვედრა შედგა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ უნდა განიხილონ პრემიერის პოსტზე სარგსიანის დარჩენის პირობები, რის შემდეგაც სომხეთის პრემიერმინისტრმა ოპოზიციონერი შანტაჟში დაადანაშაულა და სასტუმრო დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ერევანში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეების პარლამენტის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. 

მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ ცენტრალური ქუჩები. ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ისინი სამთავრობო შენობების ბლოკადაში მოქცევასაც გეგმავენ. 

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები