ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი ქართული ოცნების ოფისში პარტიის სხდომას დაესწრო

პირველი არხი

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის პარლამენტის ბიუროს წევრებთან გამართულ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

შეხვედრის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს ტოვებს, ახალი თავმჯდომარე კი ბიძინა ივანიშვილი იქნება. 

"მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში. შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს" - თქვა კვირიკაშვილმა. 

"დღეს საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდება პოლიტიკურ პროცესებს, როგორც პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე. ის რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება ჩვენს პარტიაში", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

ივანიშვილი წარსულში ამბობდა, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნება მეორედ მოსვლის ტოლფასი იქნებოდა.

"ჩემი დაბრუნება რა თქმა უნდა არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. თუ რაღაც უბედურება დატრიალდა საქართველოში", - ამბობდა ივანიშვილი.

კომენტარები