ტურიზმი

ზამთრის ტურიზმი 25%-ით გაიზარდა, დამსვენებელთა რაოდენობამ 400,000-ს გადააჭარბა

0 კომენტარი
ფოტო: snow.ge

ზამთრის ტურისტული სეზონი დასრულდა. ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა 2017/2018 წლის სამთო სათხილამურო სეზონის დამსვენებელთა რაოდენობის შესახებ. უწყების ინფორმაციით, წელს დამსვენებელთა რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი.

გუდაური

გუდაურში 2017/2018 წლებში 345,997 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია.

ბაკურიანი

რაც შეეხება ბაკურიანს, 2017-2018 წლების სეზონის მაჩვენებლებით, 2016- 2017 წლებთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობამ 15 პროცენტით მოიმატა. კურორტს 2017/2018 წლის სეზონზე 132,704 ვიზიტორი ეწვია.

აჭარა

მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მესამე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს. 2017/2018 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის თანახმად, გასულ წელთან შედარებით წელს ვიზიტორების რაოდენობა 129 პროცენტითაა გაზრდილი. მიმდინარე სეზონზე კურორტ გოდერძიზე 10,283 ვიზიტორმა დაისვენა.

სვანეთი

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2017/2018 წლის სათხილამურო სეზონზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 122 პროცენტით, ხოლო ჰაწვალზე 119 პროცენტით არის გაზრდილი. თეთნულდსა და ჰაწვალს ჯამში 35,890 ვიზიტორი ეწვია.

სვანეთში 2017 წელს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ამოქმედდა გაიხსნა მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო, რომელმაც მესტიის ცენტრი კურორტ ჰაწვალთან დააკავშირა. საბაგირო ექსპლუატაციაში 2017 წლის 23 დეკემბერს შევიდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვიზიტორების რაოდენობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები